მუქი ვერსია

"დიდი მასშტაბის პროექტებისთვის განვტვირთოთ სახელმწიფო ბიუჯეტი"


პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობაზე დღეს წარმოდგენილია კანონმდებლობა, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას ეხება. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ახალი კანონმდებლობის პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. 
"კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, ეს არის საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო კანონმდებლობის წარმოდგენა მთავრობის სხდომაზე. ჩვენი ქვეყნის სივრცითი განვითარების მიამრთულებით, რაც გახლავთ ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,რ ომ რაც შეიძლება მეტი კერძო კომპანია ჩაერთოს ამ პროექტების განხორციელებაში. იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის მოთამაშეების მოზიდვა შევძლოთ ქვეყანაში, არა კონტრაქტორებად, არამედ ინვესტორებად შემოვიდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გვჭირდება საერთაშორისო სტანდარტების კერძო და საჯარო სექტორებს შორს ჩარჩო კანონმდებლობა, სწორედ ამიტომ მივმართეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს და აზიის განვითარების ბანკს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამონაწილეობით, ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება, რომელიც საბოლოო უჯამში შექმნის იმ გარემოს, რაც საერთაშორისო სტანდარტებით იქნება დამაკმაყოფილებელი მაღალი ხარისხის ინვესტორი კომპანიების შემოსაყვანად, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს აამაღლებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხს, მეორეს მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის კერძო კომპანიებისთვის და მესამე მხრივ, მნიშვნელოვანი განტვირთვა სახელმწიფო სუვერენული ბალანსის, საბიუჯეტო სახსრების კუთხით, რადგან ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ უფრო დიდი მასშტაბის პროექტებისთვის განვტვირთოთ სახელმწიფო ბიუჯეტი და მაქსიმალურად ჩავრთოთ კერძო კომპანიები. ეს კანონმდებლობა იმიათაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ამყარებს კარგ ბალანსს სახელმწიფო და კერძო სტრუყქტურების ინტერესებს შორის ისე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის იყოს საინტერესო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა. ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩო კანონმედბლობაა, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტს", - განაცხადა პრემიერმა. скачать dle 12.0



წყარო: PrimeTime.Ge
0