• Home
  • ახალი ამბები
  • უქმე დღეებსა და ღამის ცვლაში მუშაობა შესაძლოა, ორმაგად ანაზღაურდეს
ახალი ამბები ექსკლუზივი

უქმე დღეებსა და ღამის ცვლაში მუშაობა შესაძლოა, ორმაგად ანაზღაურდეს

საკანონმდებლო წინადადება უქმე დღეებში მუშაობის ორმაგად ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე შესულია.

პროექტი კოდექსში რამდენიმე შესწორების შეტანას გულისხმობს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს ორ კვირაში ერთხელ.

“დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 1% გადაუხადოს; ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება – ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით; დასაქმებულთან შესაძლებელია, მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 1 თვისა.

გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია, ხოლო ანაზღაურება ამ პერიოდში შეადგენს შესაბამის პოზიციაზე არსებული ანაზღაურების 80%-ს. არ დაიდება უვადო შრომითი ხელშეკრულებები – მინიმუმ 1 თვით, მაქსიმუმ 1 წლით უნდა დაიდოს ხელშეკრულება. 1 თვიანი შრომითი ხელშეკრულება ერთი და იმავე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეიძლება დაიდოს მხოლოდ ორჯერ,“- აღნიშნულია წინადადებაში.

ასევე, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. ამასთან, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; ხელფასი კი საათში მინიმუმ – 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს.

წინადადებების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია.

Facebook Comments

Related posts

სააკაშვილი: ჩემი შეცდომა იყო თაკო ჩარკვიანისთანა პატრიოტებთან საერთო ენა რომ ვერ მოვნახე!

Roberto

განგაშის უმაღესი დონე ჩინეთში-ჰონგ-კონგი ტაიფუნს ებრძვის

Roberto

როგორ მოვიქცეთ,როცა ძაღლი თავს გვესხმის

ლიკა წერეთელი

Leave a Comment